logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: საქართველოს პარლამენტში მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ გაუმჯობესდეს როგორც სახელმწიფო სერვისები, ასევე გამჭვირვალობის ხარისხი გადაწყვეტილებების მიღების გარკვეულ ეტაპზე
- +

12 თებერვალი. 2024. 17:57

 

 

საქართველოს პარლამენტში მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ასეთ ხედვას, რომ გაუმჯობესდეს როგორც სახელმწიფო სერვისები, ასევე გამჭვირვალობის ხარისხი გადაწყვეტილებების მიღების გარკვეულ ეტაპზე. მოსაწონის გარდა აქ არაფერი შეიძლება ითქვას ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ჩატარებული მთავრობის პირველი სხდომა იყო საშუალება მოგვესმინა ახალი პრემიერის ხედვა იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს დემოკრატიულ სტანდარტებს.

 

„მეტი გამჭვირვალობა და ბიუროკრატიული მანქანის მეტად ეფექტიანობა ნამდვილად იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც 21-ე საუკუნეში დემოკრატიულ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს. აქ ახალი არაფერია. რეალურად, ის გზა, რასაც „ქართული ოცნება“ აქამდე ადგა, გამჭვირვალე საფუძვლებს ეყრდნობოდა, მათ შორის ინფორმაციის საჯაროობისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით. არაერთი კანონმდებლობა გვაქვს დახვეწილი ან ახალი მიღებული ამ კუთხით. თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები“, - განაცხადა ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner