logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე კორუფციაზე: პრემიერის მიერ ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი არის პირველ რიგში საპრევენციო გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომ მსგავსი აზრი თავში არ გაივლოს
- +

12 თებერვალი. 2024. 18:10

 

 

პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხზე ასე ხმამაღლა საუბარი არის პირველ რიგში საპრევენციო გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომ მსგავსი აზრი თავში არ გაივლოს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს დრო, რომ კორუფციის საკითხებზე აქტიურად ვიფიქროთ, რადგან არის სხვა ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი წევრობა დაჩქარდეს.

 

საუბარი იმაზე, რომ ინსტიტუციური ცვლილებები თუ იქნება ეს დაკავშირებული იქნება კორუფციასთან, თუ ვინმე თანამდებობიდან შეიცვლება ეს იქნება კორუფციის ბრძოლის გამოვლინება - ეს ასე არ არის. კადრების როტაცია ეს მუდმივი პროცესია. ის განაცხადი, რაც კორუფციასთან ბრძოლას ეხებოდა გაამყარებს იმ რეიტინგებს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გვაქვს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგები აქვს, თუმცა ამბიცია უნდა გვქონდეს, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის მოწინავე ვიყოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner