logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
- +

12 თებერვალი. 2024. 19:47

"პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ ნიკოლას სენდეროვიჩს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებს დაუთმეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.

 

 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ახალი სამოქმედო პრიორიტეტი გაჩნდა, რაც უკავშირდება რეკომენდაციების შესრულებას და დარგობრივი მიმართულებით, მათ შორის, აგრარულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებას. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მათი მხრიდან გაცემულ რეკომენდაციებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებმაც ამ რეკომენდაციების შესრულებას უნდა შეუწყოს ხელი. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შევთანხმდით იმ საკითხებზე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ეს კომპონენტი - სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის მხრიდან შეფასებულ იქნეს, როგორც კარგად შესრულებული“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner