საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გოდერძი თევზაძის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა, რა არის სიმართლე.
„ძალიან კარგია, რომ ის დღეს არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი უფლებები.
რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა, რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. გუშინ საღამოს ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.