logo_geo
eng_logo
იოავ გალანტი: მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეცოპერაციები გაგრძელდება
- +

13 თებერვალი. 2024. 00:00

მძევლების გადარჩენის სპეცოპერაცია რაფაჰში არის გარდამტეხი მომენტი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს სპეცოპერაციები გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მათ მძევლებთან მიახლოება სჭირდებათ.

 

 

ჰამასი“ დაუცველია და იქ შესაძლებელია ყველგან მისვლა და ყველაფრის გაკეთება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს იქ მძევლები და მათთან მიახლოება გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ მათ უმეტესობას ამ გზით არ გამოვიყვანთ და დავიბრუნებთ შეთანხმების პროცესებით, მაგრამ კიდევ რამდენჯერ იქნება საჭირო სამაშველო ოპერაცია და რა ვითარებაში, ვინ იცის?“ - განაცხადა გალანტმა.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამით ქალაქ რაფაჰში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე გათავისუფლებული ისრაელის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner