logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენი მხრიდან რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები, ოპოზიცია მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ეს პროცესს ვერ შეაფერხებს
- +

13 თებერვალი. 2024. 11:15

 

 

რეკომენდაციების შესასრულებლად ჩვენი მხრიდან რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები. კარგი იქნება, ოპოზიციის მონაწილეობა, მაგრამ თუ არ მიიღებს, ეს პროცესს მაინც ვერ შეაფერხებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთვება.

 

„მოლოდინებზე მეტად, იმაზე უნდა ვისაუბროთ, რამდენად კარგი იქნებოდა, რომ მუშაობის პროცესში ოპოზიციას კონსტრუქციული განწყობა ჰქონდეს და მათი მხრიდან წარმოდგენილი იყოს ინიციატივები, მოსაზრებები, რაც მუშაობას ნაყოფიერს გახდიდა. ალბათ ოპოზიციისგან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებიც გაკეთდა პირველი შეხვედრის შემდეგ. ეს მაინც და მაინც იმედიანად ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს. კარგი იქნება, თუ მეშლება და ოპოზიციის ქცევა, დამოკიდებულება იქნება სხვა. არც ისე დგას საკითხი, რომ მათი კონსტრუქციული მონაწილეობა აუცილებელი კომპონენტი იყოს ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველა კარგად ხვდება, რომ ჩვენი მხრიდან რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები. კარგი იქნება, ოპოზიცია მონაწილეობას თუ მიიღებს, მაგრამ თუ არ მიიღებს, ეს პროცესს მაინც ვერ შეაფერხებს. ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნათ, რომ ეს არის კონკრეტული სამუშაო, რომელიც იზომება მეტრებით ან კილოგრამებით, ეს არის პროცესი. მაგალითად, ბრძოლის გააქტიურება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. აუცილებელ ნაბიჯებს უფრო გაზომვად დროში გადავდგამთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner