„ძალიან მეეჭვება, რომ 6 პროცენტის მოპოვება შეძლოს „ლელომ“, არავითარი წინაპირობა რეალურად ამისთვის არ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ ბოლოდროინდელი გარადიკალურება უტაქტოა.
„არ მგონია, ვერ ხვდებოდეს „ლელო“, რომ უმრავლესობა არ არის 6 პროცენტი. არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ მარკეტინგის ნაწილია, ვინმეს მოაჩვენონ, რომ 6 პროცენტით რაღაც გადამწყვეტ უპირატესობებს მოიპოვებენ. მე ძალიან მეეჭვება, რომ 6 პროცენტის მოპოვება შეძლოს „ლელომ“, არავითარი წინაპირობა რეალურად ამისთვის არ არსებობს. რამდენიც უნდა იყოს სურვილი, ამბიცია და გაცხადებული გეგმა იმ ფონზე, როდესაც ეს არასერიოზული ნაბიჯები უძღვის ამას წინ, ბუნებრივია, საზოგადოებაც ასე მარტივად არ ტყუვდება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.