logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ლელო“ არის პარტია, რომელსაც წევრი უფრო მეტი ჰყავს ვიდრე მხარდამჭერი
- +

13 თებერვალი. 2024. 11:55

 

 

„ლელო“ არის პარტია, რომელსაც წერი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე მხარდამჭერი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ანუ ამ პარტიის წევრებიც კი სხვა პარტიას უჭერენ ხოლმე მხარს. სრული ფანტასმაგორიაა, როდესაც ეს პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს. მაგრამ აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ერთი მეორის იმედად არიან და ეს იმედიც ფუჭია, ვინაიდან ამ ადამიანების ბიოგრაფია, ამ ადამიანების კრიმინალური წარსული და ამ ადამიანების მტრობა საქართველოს მიმართ არის ის, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ოქტომბრის არჩევნებზე მათ ძალიან მტკივნეულ შედეგს მიანიჭებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner