logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა
- +

13 თებერვალი. 2024. 12:12

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებსა და გამომძიებლებს პირველი და მეორე რანგის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა და რანგში დაწინაურება მიულოცა.

 

გენერალურმა პროკურორმა პროკურორებს და გამომძიებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„თითოეულ თქვენგანს ვულოცავ წარმატებას და ეს წარმატება ნამდვილად დამსახურებულია. ეს აღიარებაა თქვენი შრომის და თქვენი დამსახურების. რანგში დაწინაურება კიდევ უფრო მეტი მოტივატორი იქნება თქვენთვის, რომ კიდევ უფრო შემართებით, მონდომებით და წარმატებით გააგრძელოთ ის საქმიანობა, რომელსაც აქამდე მართლაც პროფესიონალურად და მაღალ დონეზე ასრულებდით,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ რანგირების საბჭომ პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის 2022-2023 წლის საქმიანობის შეფასების საფუძველზე II ან I რანგი 55 თანამშრომელს, მათ შორის: I რანგი - 9 პროკურორს და 4 გამომძიებელს, ხოლო II რანგი - 37 პროკურორს და 5 გამომძიებელს მიანიჭა.

 

საქართველოს პროკურატურაში, პროკურატურის თანამშრომელთა რანგირების სისტემა 2020 წლიდან საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით დაინერგა. დღეის მდგომარეობით I და II რანგი მინიჭებული აქვს 215 თანამშრომელს. პირველი რანგი - 58 პროკურორს და 16 გამომძიებელს. მეორე რანგი - 117 პროკურორს და 24 გამომძიებელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner