logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა "საშიშია" და პოლიცია "არ მუშაობს", საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა
- +

13 თებერვალი. 2024. 13:00

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

 

როგორც აბაშიძე წერს, საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა "საშიშია" და პოლიცია "არ მუშაობს", საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.

 

„საკუთარი უბადრუკობიდან გამომდინარე, საქართველოზე გაბოროტებული ნაცსექტის ერთ-ერთი მავნებლური გზავნილი, რომ ღამით ქუჩაში გასვლა "საშიშია" და პოლიცია "არ მუშაობს", საერთაშორისო ანგარიშმა კვლავ გააცამტვერა.

 

სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

 

საქართველო მე-4 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას. ასევე ჩანს, რომ საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს…“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner