logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს
- +

13 თებერვალი. 2024. 13:09

 

 

შეხვედრები გაიმართა კომიტეტების ფორმატებში, სადაც მსჯელობა იყო ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.

 

მისი თქმით, წევრი ქვეყნებისთვის ძირითადად საზრუნავი არის ის, რომ მიღწეული იყოს თანასწორობა წევრ სახელმწიფოებს შორის.

 

„როდესაც გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება და ქვეყნები ეკონომიკურად სხვადასხვანაირად არიან განვითარებულები, რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თემა, თუ როგორც შეიძლება იყოს მიღწეული ეს თანასწორობა და რა საკითხებით შეიძლება ვიმსჯელოთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე იმგვარად, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, რაც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას და ეკონომიკის განვითარებას. დღეს მსჯელობა იქნება ზოგადად ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეზე, მოწვეულები არიან კანდიდატი ქვეყნებიც. მთავარი საკითხი არის სოციალური საკითხები, თუ როგორც უყურებს ამას ევროკავშირი და როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, როცა საქმე ეხება სოციალურ საკითხებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაზე საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა წელს პირველად მონაწილეობს. ღონისძიებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, ერთიან ბაზარზე და კოორდინირებულად მუშაობასთან ერთად, გამოცდილების გაზიარებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner