logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაზე მთავარი აქცენტები ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაკეთდება
- +

13 თებერვალი. 2024. 14:16

 

 

რადგან ეკონომიკურ საკითხებზეა კონფერენცია, ჩვენთვის მთავარი აქცენტები გაკეთდება ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მომენტი, როდესაც ევროკავშირს ეძლევა შესაძლებლობა, საქართველოს წევრობით ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. მათ შორის ვითამაშოთ სატრანზიტო ფუნქციის როლი, ასევე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების როლი. ეს არის მნიშვნელოვანი აქცენტები რასაც დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპარლამენტში დაგეგმილ კონფერენციაზე საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა წელს პირველად მონაწილეობს. ღონისძიებაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, ერთიან ბაზარზე და კოორდინირებულად მუშაობასთან ერთად, გამოცდილების გაზიარებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner