logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველო ევროპის პირველ ხუთეულში მოხვდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის განვითარების, რეფორმების, პროგრესის შედეგი
- +

13 თებერვალი. 2024. 14:37

 

 

„ყველა კონკრეტული ასეთი ცენტრალური ინდიკატორი ნიშნავს ქვეყნის წარმატების ინდიკატორს. მათ შორის არის უსაფრთხოების საკითხი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.

 

„როდესაც თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ რეიტინგში პირველ ხუთეულშია, ეს ნიშნავს ქვეყნის უდიდეს წარმატებას. ამავე დროს ეს ნიშნავს იმასაც, რომ დღენიადაგ კონკრეტული მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები პირიქით რომ ლაპარაკობენ, ყველა ეს ნარატივი მათ მიერ არის შექმნილი, მოგონილი და ამაზე აგებულია ტყუილები. ეს არის მოდელირებული, არარსებული რეალობა. საქართველო მოხვდა ევროპის პირველ ხუთეულში უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს არის განვითარების, რეფორმების, პროგრესის შედეგი და ამ ქვეყნის უდიდესი წარმატება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner