logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არც ერთ მათგანს ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს
- +

13 თებერვალი. 2024. 15:25

 

 

ოპოზიციაში კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არც ერთ მათგან ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს. დავალებით ვერ ინაწილებენ ადამიანები როლებს და კოალიციაში როგორ უნდა გაინაწილონ? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ოპოზიციას არ აქვს რესურსი, იმიტომ რომ აქვთ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი. „ნაცმოძრაობა“ არის ერთი, რომელიც „დაკლასტერდა“ და ბევრ ფრთად გაიშალა, მაგრამ რა რესურსი და მომავალი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც ერთ მხარეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, კანდიდატის სტატუსზე დამყარებული ევროპული მომავალი, უამრავი პოზიტიური ამბავი, რაც ევროპასთან, შიდა ეკონომიკურ განვითარებასთან და უსაფრთხოებასთან მიმართებით შეიძლება იყოს, მეორე მხარეს კი არის დაქსაქსული „ნაცმოძრაობა“, რომლებიც როლებს ვერ ინაწილებენ ერთმანეთში. ერთი წამით რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაჭამენ ერთმანეთს, ვერ გაიყოფენ თანამდებობებს და გავლენებს. კოალიციაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ არც ერთ მათგან ხელისუფლებაში მოსვლის თეორიული შანსი არ აქვს. დავალებით ვერ ინაწილებენ ადამიანები როლებს და კოალიციაში როგორ უნდა გაინაწილონ? შესაბამისად, წარმოუდგენელი და უპერსპექტივოა მათი რაიმე წარმატება პოლიტიკურ ველზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner