logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ლევან ვასაძის განცხადებაზე: რაღაც რადიკალური წარმონაქმნების თუ სუბიექტების მიერ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლანძღვა მოდაში შემოვიდა
- +

13 თებერვალი. 2024. 15:28

 

 

მოდაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლანძღვა რაღაც რადიკალური სხვადასხვა წარმონაქმნის თუ სუბიექტების მიერ, - ასე უპასუხა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ლევან ვასაძის განცხადებას ეხებოდა.

 

„მე მგონია, რომ პასუხის ღირსიც არ არის ასეთი განცხადება. თქვენთვის ლევან ვასაძე პრორუსი აღარ არის? რომ იყოს, მგონია, რომ ამ კუთხით დასვამდით შეკითხვას. ეს ადამიანი გადგებათ კითხვის ნარატივად, რატომ ლანძღავს ასე ბიძინა ივანიშვილს. ჩემს გაკვირვებას თქვენი პათოსი იწვევს, რომლის მიხედვითაც ის ახლა არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ველზე შეიძლება შემოვიდეს, მოასუფთაოს ველი და თქვენთვის პრორუსი აღარ არის. მოდაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლანძღვა რაღაც რადიკალური სხვადასხვა წარმონაქმნის თუ სუბიექტების მიერ. არ ვიცი, ამ მოდას აჰყვა, თუ რა მოტივაცია აქვს. გამოჩნდება ძალიან მალე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner