logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი გვევლინება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად პრეზიდენტის მანტია აქვს მოსხმული
- +

13 თებერვალი. 2024. 15:42

 

 

სალომე ზურაბიშვილი გვევლინება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რადიკალი ოპოზიციონერი, რომელსაც ჯერჯერობით ფორმალურად პრეზიდენტის მანტია აქვს მოსხმული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ის მორიგ ჯერზე არღვევს კონსტიტუციას და რადიკალიზმს აღვივებს. პარალელურად მედიის კამპანია, რატომ არ მიდის პრემიერი მიუნხენის კონფერენციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნებოდა ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში. ახლა კითხვა ისმება, რატომ არ მიდის პრემიერი მაშინ, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ კონფერენციებში, მათ შორის მიუნხენის კონფერენციაში, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ძალიან ბერი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება იქ ისევე, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე ფორმატში არ მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი, აუცილებლად გააგრძელებთ კითხვების დასმას, რატომ არ იებს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას. იმიტომ, რომ რიგ შემთხვევაში მონაწილეობას იებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ხან თავდაცვის მინისტრი და ა.შ. ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობის დონეზე. ახლა სალომე ზურაბიშვილი ყალბი ნარატივის შექმნაში იღებს მონაწილეობას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner