„რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის ნაწილის მიმხრობისა, დრო გვიჩვენებს“, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბება.
„ცოტათი სახეცვლილი „ნაციონალური მოძრაობა“ - აი, ეს არის ის რეალობა, რა რეალობაც უნდათ, რომ ამ ჯგუფებმა, მელია იქნება, გვარამია, დეკანოიძე, გოცირიძე თუ სხვა, შექმნან. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, თუნდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის ნაწილის მიმხრობისა, ამას დრო გვაჩვენებს. თვითონაც არ არიან ჯერ ჩამოყალიბებული, ერთად შეიკრიბებიან ესენი, თუ ცალ-ცალკე მოუწევთ ყველას საარჩევნოდ გასვლა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.