logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: ეს იყო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ასახიჩრებდა!
- +

14 სექტემბერი. 2016. 12:33



დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელმაც რეჟიმის მიერ ნაწამები თუ მოკლული ათობით ადამიანის სხეული გამოიკვლია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებდა.


„რაც ჩემი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში საკუთარი თვალით ვნახე, იყო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ასახიჩრებდა!

 

„ვექტორი" საქართველოში ერთადერთი ექსპერტიზის ცენტრი იყო, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან დამოუკიდებლად არსებობდა. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად ჩვენ მოგვმართავდნენ დაზარალებულები და გარდაცვლილთა ჭირისუფლები, რომლებსაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი ეპარებოდათ. მართალია, ეროვნული ბიუროსგან განსხვავებით „ვექტორის" მიერ გაცემულ დასკვნებს სახელმწიფო არ ანიჭებდა იურიდიულ მნიშვნელობას და არც სასამართლოები ეყრდნობოდნენ განაჩენის გამოტანის დროს, მაგრამ კლიენტები მაინც იყენებდნენ ევროპულ სასამართლოში შთაბეჭდილების შესაქმნელად... პირველად სწორედ „ვექტორმა" გამოიკვლია მსჯავრდებულ სულხან მოლაშვილის მდგომარეობა, დიდი ობიექტური დასკვნა, რასთან დაკავშირებითაც ძალოვნებმა ჟივჟივი ატეხეს, გვედავებოდნენ - ყალბი დასკვნა დაგიწერიათ, მოლაშვილის ჩ ჰეპატიტი არ სჭირსო. არადა, შემდგომში ჩვენ მიერ დაფიქსირებული ეს და სხვა დაავადებებიც დადასტურდა, რის საფუძველზეც სტრასბურგმა საქართველოს სულხან მოლაშვილის მკურნალობა დააკისრა!" - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner