„პრეზიდენტის მიერ ალიევისადმი გაგზავნილი მისალოცი წერილი პასუხებზე მეტ კითხვებს აჩენს, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლის და კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩაგვაყენა უხერხულ მდგომარეობაში და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა.
„პრეზიდენტის მიერ, ალიევისადმი გაგზავნილი მისალოცი წერილი პასუხებზე მეტ კითხვებს აჩენს, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლის და კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა.
ჯიუტი ბავშვის პოზიციიდან პოლიტიკოსად გარდაისახა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 10 თებერვალს წერილის გაგზავნას უარყოფდნენ, მიზეზად კი აზერბაიჯანის ცესკო-ს ოფიციალური შედეგის არგამოქვეყნებას ასახელებდნენ.
„აზერბაიჯანის ცესკო-მ გამოაქვეყნა უკვე ოფიციალური მონაცემები? წინასწარი დათვლის შედეგები რომ იყო და ოფიციალური თუ არის, ჩამიგდეთ აბა“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეს სატელეფონო კომენტარი POSTV-მ 10 თებერვალს ჩაწერა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული 9 თებერვლით თარიღდება.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩაგვაყენა უხერხულ მდგომარეობაში, სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა, წერილი კი რომელიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს 12 იანვარს გაუგზავნა იყო არა პროტოკოლის დაცვა და დიპლომატიური ჟესტი, არამედ ზეწოლის შედეგად, მოვალეობის მოხდის მიზნით გადადგმული ნაბიჯი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.