logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პრემიერად სააკაშვილის წარმოდგენა, წინასაარჩევნო პიარის ნაწილია
- +

13 თებერვალი. 2024. 17:03

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილის დასახელება, წინასაარჩევნო პიარის ნაწილია, რადგან რეალურად, მათ ბელადი მივიწყებული ჰყავთ და ემიჯნებიან კიდეც. ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა Newshub.ge-თან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ბუნებრივი იქნებოდა, პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს“.

 

ირაკლი ზარქუას განცხადებითვე, წინასაარჩევნოდ ექსპრეზიდენტის სახელის გამოყენება ხდება, რეალურად კი, სააკაშვილს საავადმყოფოში არავინ კითხულობს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრად სააკაშვილის წარმოდგენა, წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. რეალურად, ფაქტია, ბელადი მივიწყებული ჰყავთ, როგორც ძირითად „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე მათ განშტოებებს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ემიჯნებიან კიდეც.

 

სააკაშვილი შეახსენებს ხოლმე თავს ხან სასამართლოთი, ხან წერილით, თორემ ისინი მოსაკითხადაც არ დადიან ბელადთან. რეალურად, მათ. „ნაცების“ იმ 5% იქნება თუ 15%-ის შემორჩენილი ხმების მიღება სურთ, არც პეტრე ცისკარიშვილის, არც ლევან ბეჟაშვილისა და მით უმეტეს, არც ხაბეიშვილის მხარდამჭერები რომ არ არიან.

 

დეპუტატი არ გამორიცხავს წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სხვა განშტოებები გამოჩნდეს და სააკაშვილის სახელის გამოყენება სცადონ.

 

„არ გამორიცხოთ, რომ „ნეონაცებმა“ თქვან, სააკაშვილი ჩვენი მხარდამჭერი არისო. კიდევ ახალი ჯგუფი გამოჩნდება მათი განშტოებიდან და იტყვის, რომ „ნაცმოძრაობის“ ბელადი ჩვენი მხარდამჭერიაო.

 

წინასაარჩევნოდ სააკაშვილის სახელის გამოყენება ხდება. ეს არის რეალობა. ეს კაცი პრეზიდენტი იყო თავის დროზე, ბოლოს ისე მოუწია ქვეყნიდან გაქცევა, რომ საკუთარი პასპორტი თვითონ დახია იმ ჩადენილი დანაშაულების, არასწორი პოლიტიკის, ბიზნესის რეკეტისა და მწვალებლური რეჟიმის დამყარების გამო.

 

პრეზიდენტი იყო და გაიქცა! ახლა ამათ ჰგონიათ, თუ პრემიერ-მინისტრად დაასახელებენ, მაშინ საზოგადოების მხარდაჭერა ექნებათ და უმრავლესობაში მოვლენ. რას მივაწეროთ - გულჩვილობას, არაადეკვატურობასა თუ უბრალოდ ფანტაზიორობას, მათმა ამომრჩევლებმა გაარკვიოს ეს.

 

ვიმეორებ, ეს არის წინასაარჩევნო ფორმატი, სადაც სააკაშვილის სახელისა და გვარისა გაყოფას ცდილობენ გაიყონ „ნაცები“ და „ნეონაცები“. ამას უკავშირდება მთელი ეს ქრონიკები, რასაც ვაკვირდები“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

 

შეგახსენებთ, მოგვიანებით კი, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ბუნებრივი იქნებოდა, რომ პარტიიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ექსპრეზიდენტი დასახელდეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner