logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ყოველგვარი კვლევის გარეშე, ღამე ჩვენი ქალაქის ქუჩებში რომ დავდივართ, ყველა ვხვდებით, რომ ქუჩებში სიარული ნამდვილად უსაფრთხოა
- +

13 თებერვალი. 2024. 17:29

 

 

ბექა დავითულიანი მსოფლიო სტატისტიკის გამოკითხვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ამ შედეგს დადებითად აფასებს.

 

„ეს არის კარგი და ყოველგვარი კვლევის გარეშე, ღამე ჩვენი ქალაქის ქუჩებში რომ დავდივართ, ყველა ვხვდებით, რომ ქუჩებში სიარული ნამდვილად უსაფრთხოა. პირველ რიგში ეს საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც ტოლერანტულია უცხოელების მიმართ და შემდეგ ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ამ ქვეყნისა და ქალაქის უსაფრთხოების შექმნაში“, - აცხადებს დავითულიანი.

 

„რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები ევროპაში მარტო სეირნობისას“ - ამ სათაურით სოციოლოგიურ გამოკითხვას აქვეყნებს მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც ლიდერთა ხუთეულში საქართველო ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან და შვეიცარიასთან ერთად მოხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner