ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქიუს მშენებლობა არა მარტო საგანმანათლებლო სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ აღნიშნული პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. რაც რეგიონისთის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა იწყება. საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდება.
საუნივერსიტეტო ქალაქი 60 000 სტუდენტზეა გათვლილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოსთვის საგანმანათლებლო სისტემისთვის.
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა არა მარტო განათლების სისტემას წაადგება, არამედ ამ პროექტზე მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.