ბათუმის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივების განვითარებას.
აღნიშნული პროექტი ,,Connect Georgia“-ს ფარგლებში განხორციელდება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ბათუმში მდგრადი მობილობის ინიციატივები, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის საპილოტე პროექტები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით შეირჩევა და განხორციელდება. მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, პროექტის დირექტორმა იან რიკმეიერმა და GIZ -ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ანია ვალდრაფმა მოაწერეს.