"საქართველოს აქვს თავისი უპირატესობები, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში ინტეგრაციაზეა და ეს უპირატესობები ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, არის იმაში, რომ გვაქვს სურვილი, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობის საქმეში", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში, „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაფართოოთ ურთიერთობები ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან. განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული მიზანია - ეს არის ის სივრცე, სადაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, უფლებები და შესაძლებლობები საუკეთესოდ იქნება დაცული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.