დავით სონღულაშვილი მსოფლიო სტატისტიკის გამოკითხვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულშია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ასეთი შეფასება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.
„ეს ხაზს უსვამს იმას თუ რამდენად უსაფრთხო არის ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის, რამდენად კარგად მუშაობს სამართალდამცავი სისტემა, სამართალდამცავი უწყებები და ჯამში უსაფრთხოების სისტემები. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, რაც თავისთავად ცხადაია, პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, - აღნიშნავს სონღულაშვილი.