logo_geo
eng_logo
ელჩ ზაზა გაბუნიას მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია გადასცეს
- +

13 თებერვალი. 2024. 20:21

საქართველოს ელჩს ზაზა გაბუნიას, „საერთაშორისო თანამშრომლობაში, ჰუმანიზმში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, მექსიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისა და ქვეყნებს შორის პირველი უმაღლესი დონის ხელშეკრულების ხელმოწერისათვის, ლათინურ ამერიკაში მთავარი ქართული ეპოსის „ვეფხისტყაოსნის” პირველად გამოცემისა და ათასწლოვანი კულტურის ორი ერის დაახლოებისათვის ყოველდღიურად გაწეული დიდი ძალისხმევისთვის” - მეხიკოს შტატის უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია გადასცეს.

 

 

როგორც ელჩს და დიპლომატს, მაქვს განსაკუთრებული პატივი, მივიღო ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, 1828 წელს დაარსებული, ქვეყნის პრეზიდენტებისა და სხვა არაერთი ისტორიული პირის ალმა-მატერის, ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეხიკოს უნივერსიტეტის (UAEM) დიდი პრემია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

 

 

პრესტიჟული უნივერსიტეტის ჯილდოს მიღების შემდეგ, ელჩ ზაზა გაბუნიას შესაძლებლობა ჰქონდა საჯარო ლექცია წაეკითხა პროფესორებისა და სტუდენტების წინაშე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner