logo_geo
eng_logo
გარი კასპაროვი: ამერიკას საკმარისი იარაღი აქვს უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებს
- +

13 თებერვალი. 2024. 22:40

ამერიკას საკმარისი იარაღი აქვს უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა ამას შეგნებულად არ აკეთებს, - ამის შესახებ გარი კასპაროვმა Youtube-არხთან „სტუმრად გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 

გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამერიკელები შეგნებულად არ აწვდიან უკრაინას იარაღს, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა როგორც მინიმუმ რუსეთის არმიის მომარაგება. რატომ ხდება ეს - ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა აიღო ვალდებულება ნარიშკინის წინაშე, იმის შესახებ, რომ ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული ყირიმის ხიდის შეტევისთვის.

 

 

ერთი მხრივ, ამერიკელებს არ შეუძლიათ დაუშვან უკრაინის დამარცხება, მეორე მხრივ, მათ ეშინიათ იმ პოლიტიკის, რომ უკრაინულმა გამარჯვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გეოპოლიტიკური შედეგი, რომლსაც ისინი თავს ვერ გაართმევენ“, - აღნიშნა კასპაროვმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner