ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა.
„მეტი ლოდინის საშუალება არ გვაქვს. უმოქმედობის ფასი ყოველდღე იზრდება, განსაკუთრებით უკრაინაში. უკვე ვხედავთ შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ უკრაინელებს ფრონტის წინა ხაზზე შეიარაღება უთავდებათ, მაშინ როცა რუსეთის ჯარი თავდასხმას განაგრძოს, პუტინი კი უკრაინელი ხალხის დამონებაზე აგრძელებს ოცნებას. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ზომები და დაუყოვნებლივ გადმომცეს კანონპროექტი დასამტკიცებლად“, - განაცხადა ბაიდენმა პალატაში იმ სხდომის დაწყებამდე, რომელზეც კანონპროექტის ბედი უნდა გადაწყდეს.
რესპუბლიკელები, რომლებსაც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა აქვთ, უარს აცხადებენ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფაზე, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის საკითხის გადაწყვეტამდე. ეს პუნქტის კანონპროექტის ბოლო რედაქციიდან ამოღებულია.