logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: „რესპუბლიკელებს“ ასეთი სიბრიყვე როგორ მოუვიდათ თავში?!
- +

14 სექტემბერი. 2016. 12:37



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ეხმაურება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში სასწრაფოდ უნდა შემოვიდეს ამერიკის სამხედრო ბაზა. მამრაძის თქმით, საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის შემოყვანა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ნიშნავს.


„უსუფაშვილმა კი არა, მთელმა საქართველომ მუხლებზეც რომ დაუჩოქოს, ამერიკა საქართველოში სამხედრო ბაზას ცოცხალი თავით არ შემოიყვანს! ეს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ნიშნავს! როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთისა და ამერიკის სამხედრო ბაზები ერთმანეთის პირისპირ?! ამერიკამ აგერ, რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას თავდაცვითი იარაღიც კი არ მისცა კრემლთან დაპირისპირების რიდით და საქართველოში სამხედრო ბაზას დააფუძნებს?!

 

„რესპუბლიკელებს" კი აქვთ „ინტელექტუალობის" პრეტენზია, მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლო სიბრიყვე როგორ მოუვიდათ თავში?! თითქოს, უსუფაშვილმა ეს განცხადება წინასაარჩევნოდ, ამერიკის გულის მოსაგებად გააკეთა, ნახეთ, როგორი ერთგული ვარო, მაგრამ ეს ხომ ანტიამერიკულ განწყობას გააღვივებს ხალხში?! ანდა თვითონ ამერიკელებს, როგორ გგონიათ, მოეწონებოდათ პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი „მილაქუცება"? ხალხო, გაიგეთ, ამერიკა საქართველოს გულისთვის რუსეთთან ბირთვულ ომს არ დაიწყებს!" - ამბობს პეტრე მამრაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner