logo_geo
eng_logo
სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს
- +

14 თებერვალი. 2024. 09:55

 

 

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომში, სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი.

 

სააგენტოს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner