logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს კულტურისა და სახელოვნებო განათლების მსოფლიო კონფერენციას დაესწრო
- +

14 თებერვალი. 2024. 12:44

 

 

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, აბუდაბიში გამართულ UNESCO-ს კულტურისა და სახელოვნებო განათლების მსოფლიო კონფერენციას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, კონფერენციის პარალელურად, ელისო ბოლქვაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან.

 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო კულტურის მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს არსებულ მეგობრულ კავშირებსა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე.

 

შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯებზე კონკრეტული პროექტების ფარგლებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner