logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მე ვთხოვდი ალეკო ელისაშვილს, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება
- +

14 სექტემბერი. 2016. 12:42



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სთხოვს, თუ საფრთხის შესახებ ინფორმაცია აქვს, სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს.



თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება, მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner