logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს არჩევნებს დააკვირდნენ
- +

14 თებერვალი. 2024. 14:25

 

 

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭირვალეთ და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლოაბ ექნება საქართველოში არჩევნებს დააკვირდნენ.

 

„გარდა განცხადებებისა გვქონდა ვალდებულებაც 9 პუნქტის შესაბამისად, რომ საქართველოს ხელისუფლება მოიწვევდა ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს არჩევნებს დააკვირდნენ, რადგან ეს არის ჩვენი მთავრობის ინტერესი, რომ იყოს მაქსიმალურად გამორჩეული არჩევნები“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner