„გიორგი გახარია გრძნობს, რომ არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და იწყებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რათა რამენაირად დღის წესრიგიდან საბოლოოდ არ მოიხსნას. მისი როლი ქართულ ოპოზიციაშიც ნულის ტოლი გახდა“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც პოლიტიკოსი შესული არის სრულ ჩიხში. ის გრძნობს, რომ არანაირი რეალური მხარდაჭერა არ აქვს და იწყებს ცილისმწამებლურ კამპანიას, რათა რამენაირად დღის წესრიგიდან საბოლოოდ არ მოიხსნას. მისი როლი ქართულ ოპოზიციაშიც ნულის ტოლი გახდა. მასზე დაკისრებულ ამოცანას, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი უნდა წაეყვანა, ის უკვე ვეღარ ასრულებს. ამიტომ დღეს მისი ვორდინგი არის უკიდურესად მძიმე და ის თავიდან ბოლომდე ჭორების დონეზე აწყობილ ცილისწამებაზე არის დამყარებული“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებების დამალვაში გიორგი გახარიას მხილების შემდეგ მისი თანაგუნდელები თავდაცვის მიზნით თავდასხმაზე გადავიდნენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე კორუფციაში ადანაშაულებენ.