„პრემიერს ჰქონდა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს გზავნილი გახარიებისთვის აღმოჩნდა შოკისმომგვრელი და მათი არაბუნებრივი რეაქციები აჩენს ლოგიკურ კითხვებს, რომ მართლა რაღაც დანაშაულის ნიშნებთან ხომ არ გვაქვს საქმე, მათი მუშაობის დროს. სხვანაირად აუხსნელია, როგორ შეიძლება ასე დაკარგო სახე მსგავსი გზავნილების ფონზე”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ისინი აჩვენებენ თავიანთ რეალურ სახეს, რომ ცილისწამება, თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები მათი სამარკო ნიშანია ისევე, როგორც იქამდე ღალატი და გადაგდება იყო“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებების დამალვაში გიორგი გახარიას მხილების შემდეგ მისი თანაგუნდელები თავდაცვის მიზნით თავდასხმაზე გადავიდნენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე კორუფციაში ადანაშაულებენ.