„გამოძახების ადგილზე მისულ თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0733 სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუახნის ქალბატონი გულის გაჩერებით დახვდათ. ბრიგადის ექიმების მიერ მოხდა პაციენტის მონიტორზე აყვანა და დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ტუმბო, რომლის მეშვეობით აღდგა რითმი, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პაციენტი სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი.
გვეამაყება: პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი, უმცროსი ექიმი სალომე ჩიკვაიძე, მძღოლი სიმონ მამაიაშვილი“, - წერს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“.