„რომან გოცირიძე გულწრფელი კაცია და პირდაპირ ამბობს ხოლმე, რეალობა რაც არის. ჩვენ ვამბობდით, რომ ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რადიკალების გზას დაადგა და ამ ხელმოცარულებს ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, რადიკალების გზას დაადგა და ამ ხელმოცარულებს ჩაუდგა სათავეში. ბოლოს უკვე მოუწოდა კიდეც, ჩემი ფრთის ქვეშ გაერთიანდითო. როგორც ახლა წინასწარმეტყველებენ, ის არ აპირებს პენსიაზე გასვლას, სათავეში ჩაუდგება რევოლუციურ შტაბს და დეკემბრიდან აქ დაიწყება მღელვარება. ეს სცენარი ხომ ნანახი გვაქვს? ქართული საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები მზად ვართ, რომ წინ აღვუდგეთ, როგორც აქამდე არაერთხელ გაგვიკეთებია, ამ მავნებლობას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზარქუამ.
სალომე ზურაბიშვილის მხილება თავად ოპოზიციამ დაიწყო. ისინი უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ზურაბიშვილი მათი ინტერესების გამტარებელია და მათ სასარგებლოდ მოქმედებს. ამჯერად განცხადება რომან გოცირიძემ გააკეთა, რომელიც ორბელიანების სასახლეში განახლებულ კონსულტაციაზე ერთ-ერთი პირველი მივიდა.