„კარგად ხვდებიან, რომ სწორედ ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში, ვინც მეტ რადიკალურობას გამოავლენს, უფრო წარმატებულნი შეიძლება აღმოჩნდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტია რადიკალური დამოკიდებულებებით ცდილობს მეტი ყურადღების მიქცევას.
„ხედავენ, რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, რაიმე დააბრალონ ირაკლი კობახიძეს. რაც უფრო მეტად აბსურდული იქნება მათი ბრალდება, რომელსაც მერე მას წამოუყენებენ, შეიძლება ვარაუდობენ, რომ უფრო დამაჯერებელი და სენსაციური შეიძლება აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებების დამალვაში გიორგი გახარიას მხილების შემდეგ მისი თანაგუნდელები თავდაცვის მიზნით თავდასხმაზე გადავიდნენ და ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე კორუფციაში ადანაშაულებენ.