logo_geo
eng_logo
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ალექსანდრე თოფურიამ კონტრაქტს ხელი მოაწერა
- +

14 თებერვალი. 2024. 14:55

 

 

MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი იბრძოლებს. ილია თოფურიამ ESPN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისმა ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გააფორმა.

 

ილია თოფურია: „ის UFC-ის ჩემპიონი გახდება. ძალიან კარგი და ნიჭიერი მებრძოლია ყველა მიმართულებით –  ჭიდაობა, დარტყმა. კარგი სტილი აქვს, რომელიც გულშემატკივრებს შეუყვარდება. ოქტაგონზე დაახლოებით ერთ თვეში ვიხილავთ“.

 

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ამავე დღეს მერაბ დვალიშვილი ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner