logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: განკარგულებების თემაზე აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ ვინმე არასწორად თუ მოიქცა, ეს თავად გახარია იყო,
- +

14 თებერვალი. 2024. 15:21

 

 

განკარგულებების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ყველაფერი გაშიშვლდა, ყველამ დაინახა, რომ თუ ვინმე არასწორად იქცეოდა, ეს თავად გახარია იყო. იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მიხეილ სარჯველაძის თქმით, გახარია თავის მართლების რეჟიმშია.

 

„განკარგულების თემასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟიდან ყველაზე ცუდად გახარიას გუნდი გამოვიდა. არადა, ამ მიმართულებით თავდასხმას არავინ გეგმავდა, უბრალოდ, კონკრეტული საკითხი აბსოლუტურად მართებულად დაისვა და ირაკლი კობახიძემ უნაკლოდ გადაწყვიტა. მთავრობის პოზიცია გამომჟღავნდა და შემდეგ დაიწყო თავდასხმა, რის შედეგადაც მომზადებული ბომბი ხელში აუფეთქდათ, რადგან ყველაფერი გაშიშვლდა და ყველამ დაინახა, რომ ვინმეს არასწორი ქცევა თუ ჰქონდა, ეს თავად გახარია იყო და იმ პერიოდის გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაცის კრიტიკას წამოიწყებენ, ძალიან ფრთხილად იყვნენ ხოლმე, ეს ყველაფერი ბუმერანგივით უკან არ დაუბრუნდეთ. გახარია თავის მართლების რეჟიმშია და რა მიზეზს მოიტანენ, არ ვიცი, უაზრო კრიტიკა აღარ არის საჭირო. ისე არ აღმოჩნდეს, რა ომბებსაც ამზადებენ, თავიანთ ხელში არ აუფეთქდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner