logo_geo
eng_logo
პრემიერი პარტიებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს
- +

14 სექტემბერი. 2016. 12:43



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.



ჩვენ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და მინდა,  გავაჟღერო, რომ მზად ვართ, ამ კუთხით რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ პოლიტიკურ ძალებს - არ ჩავატაროთ კონტრაქციები ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენი წარმომადგენელი იყოს იქ ახლო-მახლოს (რა თქმა უნდა, ზეწოლაზე არ არის საუბარი და წარსულში დარჩა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება და არ არის საჭირო ახლა ილუზიები და პარალელების გაკეთება), რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა.

ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ ის და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტურის, ასევე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი იყოს თავისუფალი ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მე ეს მოვუწოდე, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, ეს ეხება ოპოზიციასაც. თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, რომ პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner