„ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და არც ექნება არც არჩევნებამდე, არც არჩევნების დღეს და არც არჩევნების შემდეგ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვისაც აქვს დასაფარი და ვინც იბრძვის საიმისოდ, რომ რაღაცები იყოს ჩრდილში მოქცეული, ეს სამწუხაროდ, გახლავთ სწორედ ოპოზიცია და ოპოზიციური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები, სადაც არსებობს პრაქტიკა არაფორმალური მმართველობისა, არასწორი ფინანსების მოძიებისა და ა.შ., აი, მათთვის კი შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც მტკივნეული და პრობლემური იყოს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.