ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„ალბათ, აქ არ არის ისეთი ადამიანი, ვისაც დასჭირდება დამატებითი ახსნა იმის, თუ რას ნიშნავს ეს წარმატებული მოლაპარაკებები ჩინეთთან. ეკონომისტები ჩემზე უკეთ იტყვიან - მაგრამ დაუჯერებელია, რომ ეს ხელშეკრულება შედგა!!! გილოცავთ!!!" - წერს კოკა ყანდიაშვილი.
ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო განაკვეთის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ჩინეთს შორის მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე განცხადებით, მოლაპარაკებები ჩინეთთან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა და საქართველოს გაეხსნა 1.4 მილიარდიანი მომხმარებლის ბაზარი.