logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და ცილისწამებები ზღვარს გადავა, მათ სამართლებრივი პასუხი გაეცემა
- +

14 თებერვალი. 2024. 18:09

 

 

ყველა დეზინფორმაციასა და ცილისწამებას, რომელზეც ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს, ვპასუხობთ და ასე იქნება მომავალშიც. პოლიტიკაში ტყუილი და სიცრუე, რომელსაც 24 საათში არ უპასუხებ, ხდება სიმართლე სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ ბევრი რესურსისა და დროის ხარჯვა გვიწევს იმ დეზინფორმაციისა და ცილისწამების საპასუხოდ, რომელსაც ოპოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ირაკლი კობახიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ზღვარს გადავა, მათ სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

 

„მართლა უსინდისობაა, როდესაც ირაკლი კობახიძის მიმართ ეს დაბალ ხმაზე გაკეთებული ბრალდებები მოვისმინეთ. ვერც ფაქტები მოვისმინეთ და არც პირისპირ შეუძლიათ ამის თქმა. თუ რამე ფაქტი ჰქონდათ, როდესაც პრემიერ-მინისტრის დამტკიცების პროცესი იყო, შეეძლოთ იქ ეთქვათ, მაგრამ ნახეთ რა ტაქტიკა აირჩიეს. ცხვრის ქურქი ჩაიცვეს და ძალიან მშვიდ გარემოში ჩაატარეს ეს სესია. მტკიცებულებები სჭირდება ყველაფერს და თუ ზღვარს გადავა ეს ცილისწამება, კანონი იცავს კონკრეტული პირის ინტერესებს და ამას სამართლებრივი პასუხიც გაეცემა. ოდნავ სერიოზული და ოდნავ საინტერესო რაც იქნება საზოგადოებისთვის, დეზინფორმაცია თუ ცილისწამება, ჩვენ ამაზე პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner