logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: 90-იან წლებში შვეიცარია რომ ჩვენთვის სამოთხეს წარმოადგენდა, დღეს მას გავუსწარით უსაფრთხოების მხრივ - ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი
- +

14 თებერვალი. 2024. 18:17

 

 

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ უსაფრთხო ქვეყნების შესახებ ანგარიშში საქართველო შვეიცარიაზე წინ აღმოჩნდებოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რაც უსაფრთხოების მხრივ საქართველომ 90-იანი წლებიდან დღემდე განიცადა და აღნიშნა, რომ მიგრაციის ფონზე ევროპა, პირიქით, ამ მხრივ რეგრესს განიცდის.

 

„ორგანიზაცია numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით უსაფრთხოების შესახებ ანგარიში რომ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და მეოთხე ადგილს იკავებს, მაშინ, როცა შვეიცარია მეხუთე ადგილზეა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. შვეიცარიაში ვიცხოვრე წლები. 90-იანებში ძველი შვეიცარიელები მეუბნებოდნენ, რომ იქ უბრალოდ დანაშაული არ ხდებოდა. არც სახლს ვკეტავდით, არც მანქანას, სამოთხე დედამიწაზე - ასეთი ქვეყანა იყო. წარმოიდგინეთ, ამ მიგრაციამ რა გააკეთა, რომ შვეიცარიაში სახიფათო ადგილები გაჩნდა. ამ მხრივ ბოლოდან მესამე ადგილზეა პარიზი - ღამე ქუჩაში ვერ გადიან. ამ დროს, საქართველოს რომ მუდმივად ამუნათებს რადიკალური ოპოზიცია და ხან კრიმინალს ახსენებს და ხან რას, ხომ დავინახეთ თუ რომელი ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებში? აქ ჩამოსულ ევროპელ სტუმრებთან როცა მაქვს კომუნიკაცია, ყველასგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვისმენ. მე 90-იანი წლების თბილისიდან რომ წავედი და აშშ-ში რამე წარწერას ვნახავდი, რომ იქ არ შეიძლებოდა თუ სახიფათო იყო და ა.შ., მეცინებოდა. რას უნდა გავეკვირვებინე, ისეთები მქონდა აქ ნანახი. ახლა კიდევ, ახალი თაობა, რომელიც აქ დაიბადა, ვერ ხედავს თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები რეგრესს განიცდიან.

 

ევროკავშირის წევრი არ არის ბულგარეთი, ალბანეთი ან რუმინეთი? რატომ არ მიდიან საქართველოდან იქ და მიდიან - გერმანიაში ან სხვაგან? იმიტომ, რომ ჩვენთან უკეთესი ცხოვრებაა. აბა, ნახონ, ევროკავშირში მიღების შემდეგ ლიეტუვიდან ან პოლონეთიდან რამდენი ადამიანია წასული. აქ რომ ცდილობენ მიგრაცია ხელისუფლებას დააბრალონ და ჩანერგონ აზრი, რომ ქვეყანაში არაფერი ვითარდება, ეს არის სიცრუეზე დაფუძნებული ნარატივი. კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირი გვინდა და ეს არასდროს დაგვიმალავს, მაგრამ რაციონალურად, გონიერად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ყველაფერზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner