logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს 7 700-ზე მეტი განკარგულება იყო გამოცემული და აქედან მხოლოდ დაახლოებით 800 გასაჯაროვდა
- +

14 თებერვალი. 2024. 18:29

 

 

ისევ თუთიყუშის ეფექტით მოგვბაძეს პოლიტიკურმა პარტიებმა და დაიწყეს იმავეს განმეორება, მაგრამ იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რა პოლიტიკური ბარგი აქვთ მოკიდებული და რა პოლიტიკური ბიოგრაფიები აქვთ, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გახარიას პარტიის მხრიდან მთავრობის დადანაშაულებას, გადაწყვეტილებების მიღების დამალვის ნაწილში.

 

„პოლიტიკური პარტიები მხოლოდ და მხოლოდ მეორე დღეს და მიდევნებით ახერხებენ, რომ იმ თემებს გამოეხმაურონ, რომელზეც „ქართული ოცნება“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლიდერია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვყავს მომავალზე ორიენტირებული გუნდი, გვყავს მომავლის ლიდერები და გვაქვს ხედვა, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა მომავალში და ამ ხედვის ნაწილი არის ზუსტად ის, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოებას, მოქალაქეებს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს სთავაზობს. ამაზე ისაუბრა ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ჩვენი გუნდი არაერთ ფორმატში, მათ შორის პარლამენტში მუშაობს და საუბრობს კორუფციის თემაზე საზოგადოებასთან. ბუნებრივია ისე, როგორც სხვა თემებზე, ისევ, თუთიყუშის ეფექტით მოგვბაძეს პოლიტიკურმა პარტიებმა. დაიწყეს იმავეს განმეორება. მაგრამ იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რა პოლიტიკური ბარგი აქვთ მოკიდებული და რა პოლიტიკური ბიოგრაფიები აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციასთან დაკავშირებით რომ რამეს იტყვის, ეს საერთოდ უკვე თავისთავად ცინიზმია. გახარიას პარტიამ სცადა ამ თემაში შესვლა, სათავისოდ გადაქაჩვა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციამაც ადეკვატური პასუხი გასცა და საზოგადოებამაც კარგად გაიგო რა ხდება.

 

გახარიას გუნდს იმედი ჰქონდა, რომ სწრაფი საუბრით მიჩქმალავდნენ ფაქტებს, მტკიცებულებებს, რიცხვებს, რომელიც მყისიერად გაასაჯაროვა მთავრობის ადმინისტრაციამ და უთხრა საზოგადოებას, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. რეალურად აქ რა გამჭვირვალობაზე საუბრობს გახარიას სამთავრობო კაბინეტი, მე არ ვიცი, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ 7 700-ზე მეტი განკარგულება იყო გამოცემული მისი პრემიერ-მინისტრობის დროს და აქედან მხოლოდ 700-ზე მეტი, დაახლოებით 800 გასაჯაროვდა. წარმოიდგინეთ, რამხელა რაოდენობა დოკუმენტები დარჩა საზოგადოებისთვის გაუმჭვირვალე. ბუნებრივია ამან მისცა სალაპარაკო ბევრს, თუ რას მალავდა მთავრობა და რატომ იყო საჯარო ინსტიტუტების მიერ გამოცემული გადაწყვეტილებები დამალული და გასაიდუმლოებული. ამაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება და საჯარო იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხის სახელით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მთავრობა იღებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner