logo_geo
eng_logo
საქართველოსა და ლატვიის საპარლამენტო კომიტეტებმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი
- +

14 თებერვალი. 2024. 18:48

 

 

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და  ლატვიას შორის  განათლების მიმართულებით ორმხირივი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა პროფესიული განათლებისა მიმართულებით თანამშრომლობასა და Erasmus+ - ის პროგრამაზე.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, სამინისტროსა და   საქართველოში ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დასასრულს მხარებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ერთობლივ კომუნიკეს.

 

„ხელი მოვაწერეთ ერთობლივ კომუნიკეს, რომლითაც კომიტეტები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.  ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ღონისძიებების შედეგად  კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და გააქტიურდება თანამშრომლობა, რომლიც უმაღლეს და პროფესიულ  სასწავლებლებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს  შესაძლებლობას მისცემს მეტ გაცვლით პროგრამაში და ერთობლივ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner