საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. რამშტანის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.