გიორგი მამალაძე თავისუფალია. ამის შესახებ დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია!“, - წერს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზ გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.