logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: „ლელომ“ ძალიან არაზუსტი სამიზნე შეარჩია - ბიძინა ივანიშვილი არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი
- +

14 თებერვალი. 2024. 23:50

"სახელწოდებები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“, არც „გირჩი“. ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ან ელენე ხოშტარია არ არის „ნაცმოძრაობა?“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განცხადა.

 

 

მისივე თქმით, „ლელომ“ არაზუსტი სამიზნე შეარჩია, რადგან ბიძინა ივანიშვილი, არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი.

 

 

„ლელო პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა. ლელომ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ის, რასაც ამბობენ, რომ ვიღაცას გააგდებენ სახელმწიფოდან და ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ისეთი მმართველობის ნაწილი იყვნენ, როგორსაც „ნაცმოძრაობა“ ახორციელებდა. მე მგონია, რომ ძალიან არაზუსტი სამიზნე ჰყავთ შერჩეული. ბიძინა ივანიშვილი, არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არის სტაბილურობის ფაქტორი. ამ ადამიანს იმდენი აქვს ნამოღვაწარი საკუთარი სამშობლოს სასარგებლოდ და ისეთ დროს და ვითარებაში აქვს გამოჩენილი სიმტკიცე, რომელმაც გაიტანა ის, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს მშვიდობიანი, თანმიმდევრული განვითარების შესაძლებლობას ფლობს, რომ საზოგადოებაში ეს ნამდვილად განაპირობებს სიმშვიდეს. როდესაც შენ უპირისპირდები და სამიზნედ ხდი ასეთ პიროვნებას, ასეთი პოლიტიკური ძალის ლიდერს, ეს მათ მხოლოდ ვნებს. ამით ისინი ბიძინა ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ. კიდებ უფრო სააშკარაოზე გამოაქვთ საკუთარი სახე, რომელიც რაც არ უნდა შენიღბული იყოს და დასავლურად ჩანდეს, კარგად ჩანს, რომ აქ არსად არის საუბარი ევროპულობაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანების ღირსების პატივისცემაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner